20 ივნისი

გახარია 20 ივნისზე: მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც ღირსეულად დაიცვეს პარლამენტი

ფაქტები, ინდივიდუალური გამოვლინებები უფლებამოსილების გადამეტების, სამწუხაროდ, დაგვიფიქსირდა. ეს იყო მაგალითად ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, ეს იყო უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და კიდევ რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მაგრამ დღეს პოლიცია უკვე არის სხვა და თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზე მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლბამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა არის ჯანსაღი.

უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - საქართველოს ისტორიაში შსს-ს არც ერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასოდეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში.

მიუხედავად ამისა, სისტემა ამასაც გაუძლებს, იმიტომ, რომ სისტემა არის ჯანსაღი. თითოეულ პოლიციელს, რომელმაც დაიცვა ეს შენობა, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობა - დაიცვას სიმშვიდე, მართლწესრიგი, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სახელწიფო ინსტიტები, მათ ეს შეძლეს. და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი იმისთვის, რომ თავდამსხმელებს და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა შემოვარდეს ან აქ ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტში, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ.

მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლევმაც შეძლეს და ღირსეულად დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი და, რა თქმა უნდა, ჩვენ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ადამიანების წინაშე, რომლის ჯანმრთელობაც დაზარალდა

პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტში, ქართულ ოცნებაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე.

კომენტარები