ძალიან ბევრი თქვენგანი და ჟურნალისტები გამუდმებით იმეორებენ სიტყვებს, "გავრილოვის ღამე". ეს არის მცდელობა იმისა, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იქნას წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა და რომელიც იმ დღეს ახორციელებდა აბსოლუტურად სხვა რამეს. ის, რაც მოხდა 20 ივნისს, ამას ჰქვია "პარლამენტის შტურმის ღამე. სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა და თუ ჩვენ ამას წავუყრუებთ, საზოგადოებაში დამკვიდრდება ეს და ვითომ გავრილოვი არის საქართველოს ისტორიისათვის ან მნიშვნელოვანი ფიგურა, ან ის ამბავი იყო იქ მთავარი. არა, მთავრი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე.
ჟორჟოლიანი: 20 ივნისს არ ჰქვია გავრილოვის ღამე, მას ჰქვია "პარლამენტის შტურმის ღამე"
tbl.ge/3z87
დაკოპირდა

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატ გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ 20 ივნისის ღამე "პარლამენტზე შტურმის ღამე" უნდა ეწოდოს. ამის შესახებ მან დღევანდელ, 2 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე თქვა.