შსს

შსს-მ ერთერთ ღამის კლუბში მობილურების მოპარვის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული პირი დააკავა

digitaltrends.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ერთერთ ღამის კლუბში რამდენიმე მოქალაქეს სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონი მოპარა. პოლიციამ მ.გ. ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები