რუსთავი ორი

სალია: რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

რუსთავი ორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. სალია ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

"ამ ეტაპზე გადაწყვტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს, ბევრ ვინმეს განვიხილავ რუსთავი ორის საინფორმაციოს უფროსად. ერთერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო შუბლაძე, თუმცა სხვა ადამაინებთანაც არის საუბარი და გეცნობებათ ამის თაობაზე. კიდევ ვისთან არის საუბარი ამას ვერ გეტყვით," - თქვა სალიამ. 

რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.  

კომენტარები