მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: იმერეთის სოფლები მოვიარეთ, აქ ძალიან გულწრფელი და ობიექტური ადამიანები ცხოვრობენ

წინა კვირაში იმერეთის სოფლები მოვიარეთ. აქ ძალიან გულწრფელი და ობიექტური ადამიანები ცხოვრობენ. რაც მთავარია, ხშირად ისეთ რამეს გეტყვიან, ისეთ რჩევას მოგცემენ, რომელიც მათ გარეშე არასდროს მოგაფიქრდება!

ბევრი ისეთი ადგილიც ვნახეთ, სადაც გზა, გაზი და წყალი არასდროს ყოფილა და დღეს სამუშაოები უკვე დასრულებულია, დარჩენილ სოფლებში ან სამუშაოები მიდის, ან პროექტირება.

პრობლემებიც ბევრია. გვიყვებიან, ვუსმენთ, ვინიშნავთ, ვცდილობთ სწრაფად გადავჭრათ რაც კი შესაძლებელია. მთავარია ვიცით, რომ ერთად ყველაფერს მოვერევით!!!

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოსახლოებასთან შეხვედრების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კომენტარები