ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მამაკაცი 56 წლის იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


