ქურდობა

ზუგდიდში ქურდობითვის ქალი დააკავეს - სავარაუდოდ, მან დედამთილს ფული მოპარა

ზუგდიდში, ქურდობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს. ლაივპრესის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მან დედამთილს ფული მოპარა

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ქალი ცხელ კვალზე დააკავეს. 

"ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცებად ამოვიღეთ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს"- აცხადებენ შსს-ში. 

კომენტარები