ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
Versace

VERSACE ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის მაღიარებელ მაისურებს აღარ გაყიდის და გაანადგურებს

ორშაბათი, 12 აგვისტო, 2019 - 15:04
დონატელა ვერსაჩეს ჩვენების დასრულებისას.
tbl.ge/3xl9
დაკოპირდა

იტალიურმა მოდის სახლმა "Versace"-მ ბოდიში მოიხადა და იმ მაისურების გაყიდვა შეწყვიტა, სადაც ჩინეთის რეგიონები ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.

მოდის სახლის გამოშვებულ მაისურებზე ქვეყნებისა და მათი ქალაქების [იტალია-მილანი, გერმანია-ბერლინი] ჩამონათვალი არის გაკეთებული, თუმცა ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის გამოტანილი. ამ ფაქტს მოდის სახლის კრიტიკა მოყვა სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან, რის შემდეგაც ვერსაჩემ ოფიციალური განცხადების საშუალებით ბოდიში მოიხადა.

Tweet

ბოდიში მოიხადა ვერსაჩეს კრეტიულმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დონეტალ ვერსაჩემაც.

"ძალიან ვწუხვარ იმ უიღბლო შეცდომის გამო, რომელიც ჩემმა კომპანიამ დაუშვა და რომელიც ახლა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში განიხილება. არასდროს მსურდა უპატივცემულობა გამომეხატა ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ და ამიტომ პერსონალურ ბოდიშს ვუხდი მათ ასეთი უზუსტობისთვის", - დაწერა დონატელა ვერსაჩემ.

გარდა ბოდიშისა, ვერსაჩემ მაისურებს გაყიდვიდან ამოიღებს და მათ გაანადგურებს.

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი, განსაკუთრებით კი Weibo-ს მომხმარებლები ჩინეთში ვერსაჩეს ელჩის და ქვეყანაში პოპულარულ მსახიობის იანგ მის დაკავებული პოზიციიდან გადადგომასაც ითხოვენ. Weibo-ზე ამ მოთხოვნის შინაარსის ჰეშთეგიც შეიქნა და მას 860 მილიონი გამოყენება აქვს.

გარდა ვერსაჩესი, იდენტურ სკანდალში გაეხვნენ მოდის სახლები Givenchy და Coach. მათ ჰონგ-კონგი და ტაივანი დამოუკიდებელ ტერიტორიებად მოიხსენიეს, მოგვიანებით კი ამისთვის მათაც მოიბოდიშეს.

ვერსაჩემოდაჩინეთიჰონგ-კონგიმაკაოდამოუკიდებლობამაისურიVersace

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2025 - 21:03PRADA 1.375 მილიარდ დოლარად VERSACE-ს ყიდულობს
  • ხუთშაბათი, 13 მარტი, 2025 - 16:32დონატელა ვერსაჩე VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს
  • კვირა, 24 თებერვალი, 2019 - 13:21Versace-მ 2019 წლის შემოდგომის კოლექცია წარადგინა [გალერეა]

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:25

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:00

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 12:19

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:41

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე

დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს - კალაძე
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:26

დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს - კალაძე

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕