საგამოძიებო სამსახური

ყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა"- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

კომენტარები