რუსეთი

რუსეთში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

TASS

რუსეთში, კრასნოიარსკის რეგიონში აჩინსკის სამხედრო ნაწილში იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა. დაშავდა 4 ადამიანი.

ამჟამად სამხედროების და საწყობიდან 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურები აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

კომენტარები