აქციების გახარიას გადადგომის მოთხოვნით

"გახარია წადი" - ბეშუმში მამუკა ბახტაძეს საპროტესტო აქციით დახვდნენ [ვიდეო]

აჭარაში, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ადგილზე მათ მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ტერიტორიაზე გაშლილია ბანერი წარწერით "გახარია, წადი". აქციის მონაწილეებს აცვიათ მაისურებიც იგივე წარწერით.

ბეშუმში ადგილობრივ თანამდებობის პირებთან ერთად, იმყოფება საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც. პრემიერმინისტრს სიტყვით გამოსვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 46 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური. 

კომენტარები