მესის კოპა ამერიკას კორუფციაზე საუბრის გამო 3 თვით საერთაშორისო მატჩებში თამაში აუკრძალეს

ლიონელ მესი
Reuters

არგენტინის კაპიტანს ლიონელ მესის სამი თვით საერთაშორისო მატჩებში თამაში აუკრძალეს, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ კოპა ამერიკა "კორუმპირებულია".

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას 32 წლის ფორვარდი არგენტინისა და ჩილეს მესამე ადგილისათვის დაპირისპირების დროს მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ მან თქვა, რომ ბრაზილიის მიერ თასის მოგება ჩაწყობილი იყო.

"ჩვენ ამ კორუფციის ნაწილი არ უნდა ვიყოთ. ისინი მთელი ტურნირის მანძილზე გვაჩვენებენ უპატივცემულობას. სამწუხაროდ, კორუფცია, მსაჯები ხალხს საშუალებას არ აძლევენ ისიამოვნონ ფეხბურთით." თქვა მან.

მესი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაციამ 50,000 აშშ დოლარითაც დააჯარიმა.

აკრძალვის გამო მესი ვერ ითამაშებს ჩილესთან, მექსიკასთან და გერმანიასთან სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებში.

გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მას 7 დღე აქვს.

კომენტარები