აუქციონზე "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" პირველი გამოცემა, რამდენიმე ბეჭდური შეცდომით, 34,500 დოლარად გაიყიდა.
თავდაპირველმა მფლობელმა, რომელის ვინაობაც ანონიმურია, წიგნი 20 წლის წინ შეიძინა.
"ჰარი პოტერის გამოცემების წმინდა გრაალი" - ასე შეაფასეს 1997 წელს გამოცემული წიგნის ასლი.
იშვიათი წიგნებისა და გამოცემების ექსპერტის, Jim Spencer-ის თქმით, ჰარი პოტერის ამ გამოცემის ფასი სამომავლოდ უფრო გაიზრდება.
1997 წელს გამოსული "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" 500 ასლი არსებობს.
ფოტო: CNN