პედროს გოლი

პედრომ "ჩელსის" შემადგენლობაში წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

ლონდონის "ჩელსი" ამხანაგურ მატჩში ავსტრიულ "ზალცბურგს" დაუპირისპირდა. ინგლისელებმა მატჩი 5:3 მოიგეს.

მატჩი გამორჩეული იყო იმით, რომ უდავოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა. როს ბარკლის ჩაწოდების შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა.

შესაძლოა, წლის ბოლოს, "პუშკაშის" პრიზი, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა, სწორედ პედრომ მიიღოს.

კომენტარები