შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
