ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

მოსკოვში ოპოზიციის აქციაზე უკვე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

შაბათი, 27 ივლისი, 2019 - 16:49
tbl.ge/3w7q
დაკოპირდა

27 ივლისს მოსკოვში ოპოზიციის მშვიდობიან აქციაზე, რომელიც მაღალჩინოსნებმა არალეგალურად გამოაცხადეს, დღის 4 საათისთვის უკვე 317 ადამიანი დააკავეს.

ქალაქის მერიასთან აქცია დღის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასობით სპეცრაზმმა კორდონი გააკეთა და მომიტინგეებს მერიასთან მისვლის საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს, რათა ქალაქის მერიასთან მისულიყვნენ, თუმცა პოლიცია მომიტინგეებს კვლავ აპატიმრებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ უბრალო გამვლელებიც კი, რომლებმაც აქციის გამართვის შესახებ არაფერი იცოდნენ, დაიჭირეს. ისინი გაჩხრიკეს და არ აუხსნეს, თუ რისთვის აკავებდნენ.

მომიტინგეები სკანდირებენ "სირცხვილია!"; "ყოველდღე!"; "რუსეთი პუტინის გარაშე!"; "ეს ჩვენი ქალაქია!"; "დაუშვი!"; "ჩვენ იარაღი არ გვაქვს." მომტინგეებმა რუსეთის ჰიმნიც იმღერეს.

ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს, დღეს ისევ დაიჭირეს და უკვე ხამოვნიჩესკის სასამართლოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიიდან ვიგებთ, რომ პოლიცია ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ოფისშიც მივიდა.

პოლიციის მოთხოვნით, გარშემო არსებული კაფეები და რესტორნები დაიხურა. პოლიციამ პუშკინის მეტროს სადგურიც დაკეტა. 

მოსკოვის მერიის გარშემო სპეცრაზმს კორდონი აქვს გაკეთებული. მომიტინგეები ამ დრომდე არ იშლებიან.

20 ივლისს, მოსკოვში ათასობით მომიტინგემ აქციაზე "დაუშვი" ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირება და თავისუფალი, სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები მოითხოვა. სახაროვის გამზირზე, 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ამ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ, ნავალნი იყო. ამავე მიტინგზე, ოპოზიციონერმა თქვა, რომ თუ კი ხელისუფლება არ შეასრულებდა მომიტინგეების მოთხოვნებს და არ დაარეგისტრირებდა ოპოზიციონერ კანდიდატებს ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე, 27 ივლისს მიტინგი მოსკოვის მერიასთან გაიმართებოდა.

შეგახსენებთ, კანდიდატებს, რომლებსაც სექტემბერში ჩანიშნულ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ 6 ივლისის ჩათვლით 4 500 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. ხელმოწერების შესაგროვებლად ისინი რამდენიმე კვირა კამპანიას აწარმოებდნენ. საარჩევნო კომისიაში მიტანილ ხელმოწერებზე კი მათ განუცხადეს, რომ ხელმოწერათა დიდი ნაწილი არავალიდური იყო - სახელები, მისამართები, პასპორტის დეტალები არასწორი იყო. 

14 ივლისს პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მომიტინგეები, რომლებიც კანდიდატებთან კომისიის ხელმძღვანელის გორბუნოვის პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ 25 მომიტინგე დააკავა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა და ოპოზიციის კანდიდატებმა მხარდამჭერებს მჯდომარე პროტესტის დაწყებისკენ მოუწოდეს.

რუსეთიაქციადაუშვიმოსკოვიპუტინი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:18"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
  • ორშაბათი, 6 ივლისი, 2026 - 22:43"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:032007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
  • სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 11:39რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕