ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქცია ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში ათასობით მშვიდობიანი მომიტინგის აქციას პოლიცია ცრემლსადენი გაზით შლის

შაბათი, 27 ივლისი, 2019 - 14:37
tbl.ge/3w7j
დაკოპირდა

27 ივლისს, პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, ჰონგ-კონგში მშვიდობიანმა მომიტინგეებმა აქცია გამართეს, ხოლო პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის აეროზოლი გამოიყენა.

შეკრებამდე პოლიციამ მომიტინგეებს უთხრა, რომ იუენ ლონგის ინციდენტის შემდეგ, სადაც პროჩინელი მოძალადეების ჯგუფი მშვიდობიან მომიტინგეებს თავს დაესხა​, აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.

რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ მრავალათასიანი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის აეროზოლი გაუშვა. ​

იუენ ლონგზე ათასობით მომიტინგე პოლიციის საწინააღმდეგო სლოგანებს გაიძის და იუენ ლონგის ინციდენტის დროს პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მომიტინგეები ამ დრომდე არ იშლებიან. 

21 ივლისს ჰონგ-კონგში ათობით ნიღბიანი პირი მატარებლის სადგურზე შეიჭრა და აქციიდან მომავალ მომიტინგეებსა და მგზავრებს თავს დაესხა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ნიღბიანი პირები ხის და მეტალის ჯოხებით ხალხს თავს ესხმიან.

დაშავდა 45 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომრეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. ჰონგ კონგში მიმდინარე აქციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ინციდენტზე პოლიციას საკმარისად სწრაფი რეაგირება არ ჰქონია. თვითმხილველების თქმით პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ერთ საათში მივიდა. მომდევნო დღეებში, პოლიციის თქმით, ინციდენტში მონაწილე 12 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ჰონგ-კონგიაქცია ჰონგ-კონგშიჩინეთიაზიაპოლიციაკერი ლამი

ამავე თემაზე

  • კვირა, 24 მაისი, 2020 - 10:44ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციას ცრემლსადენი გაზით შლიან [VIDEO]
  • ოთხშაბათი, 5 თებერვალი, 2020 - 18:18ამერიკელმა კონგრესმენებმა ჰონგ-კონგელი მომიტინგეები ნობელის პრემიაზე წარადგინეს
  • ოთხშაბათი, 4 სექტემბერი, 2019 - 14:343-თვიანი პროტესტის შემდეგ ჰონგ-კონგის ლიდერი ექსტრადიციის კანონპროექტს გაიწვევს
  • ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019 - 19:35ტრამპი: სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთს ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარი გადაჰყავს
  • ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019 - 18:36სისხლიანი თვალის სახვევი ჰონგ-კონგის აქციების სიმბოლო გახდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზახაროვა: სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე საკუთარი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 17:42

ზახაროვა: სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე საკუთარი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ

ოკუპირებული ცხინვალი "შეშფოთებას" გამოთქვამს გოლოევის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაზე
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 17:04

ოკუპირებული ცხინვალი "შეშფოთებას" გამოთქვამს გოლოევის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაზე

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები BOG-ში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 16:00

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები BOG-ში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად (რ)

სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:53

სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:50

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში