თიბისი ბანკის საქმე

სებ-ი: დადებითია TBC-ის დამფუძნებლების მიერ TBC Bank Group PLC-ის თანამდებობების დატოვება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ისინი დადებითად აფასებენ თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები ლონდონში თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერის TBC Bank Group PLC-ში სამეთვალყურეო საბჭოში.

"საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებიტად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში(თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში).

საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარაძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვაყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს", - წერია განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობი დატოვეს. 

კომენტარები