ზარდიაშვილი: ხაზარაძემ ხომ არ გაიგო ბრალის წაყენებაზე და ამიტომ დააანონსა პოლიტიკაში მოსვლა?

ობიექტურ პირობებში კითხვა ასე დაისმებოდა: მამუკა ხაზარაძემ ხომ არ გაიგო, რომ მისთვის ბრალის წაყენებას აპირებდნენ, მან ხომ არ დაასწრო, ამიტომ ხომ არ შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა და დაანონსა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა? ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ამ ხრიკს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მყოფი პირები მიმართავენ ხოლმე, რომ თითქოს მათთან მიმართებაში არსებული პროცესები პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ეკა ბესელია, როდესაც მას კორუფციასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე პრეტენზიები წაუყენეს, მიხვდა, რომ დიდი ხანი უმრავლესობის ფორმატში ვერ გაჩერდებოდა, აუცილებლად გაუშვებდნენ და დაანონსა, რომ ვითომ სასამართლოსთვის იბრძოდა. აქაც შეიძლება ამასთან გვქონდეს კავშირი - მამუკა ხაზარაძეს შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა და თეორიულად დასაშვებია, რომ მან ამიტომ დაიწყო პოლიტიკური მოქმედება. მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს ისიც, რომ მამუკა ხაზარაძემ რატომღაც საკუთარი თავი ანაკლიის პორტთან გააიგივა და ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება მამუკა ხაზარაძეზე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაიცა

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მამუკა ხაზარაძის საქმეს

კომენტარები