ქიბარ ხალვაში

ხალვაში: ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა არა

http://exclusivenews.ge

რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს მისთვის არ მიულოცავს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ხალვაშმა დღეს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უთხრა, სადაც ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა. 

"ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ, იმან [ბიძინა ივანიშვილმა] არა, ვისაც გაუხარდა, ყველამ მომილოცა. შენ რომ არ მომილოცე, ისიც სამწუხაროა, მალე მომილოცავ," - უთხრა მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს. 

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები