ორშაბათს Sony-მ ახალი ფილმის "A Beautiful Day in the Neighborhood"-ის თრეილერი გაავრცელა, რომელშიც ტომ ჰენქსი ჟურნალისტი ფრედ როჯერსის როლს ასრულებს.
თრეილერში ვხედავთ, რომ ტომ ჰენქსს ზუსტად ჟურნალისტი ფრედ როჯერსივით აცვია.
ფრედ როჯერსი საბავშვო გადაცემა "Mister Rogers' Neighborhood"-ის წამყვანი იყო. გადაცემა 1968 წლიდან 2001 წლამდე გადიოდა და მას 31 სეზონი ჰქონდა. ფრედ როჯერსი 2003 წელს გარდაიცვალა.
"A Beautiful Day in the Neighborhood"-ის გამოსვლის თარიღი 2019 წლის ნოემბერია.