არჩილ თალაკვაძე აშშ-ში

არჩილ თალაკვაძემ მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მერილენდის შტატში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობით დაასრულა. არჩილ თალაკვაძე წირვას, დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პარლამენტის თავმჯდომარეს იღუმენია ემელიანმა და მონასტრის დებმა უმასპინძლეს.​

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ვიზიტი აშშ-ში გამართა, რომელიც 15 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა. 

კომენტარები