მშენებლობაზე დაღუპული არასრულწლოვნის საქმე

ზურაბიშვილი: როგორც იქნა, ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია

როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!

სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია. 

წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მშენებლობაზე არასრულწლოვნის დაღუპვის გამო სამშენებლო კომპანიის ჯევიკე ჰოსპიტალიტის დირექტორის დაკავებას ეხმაურება. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. 16 ივლისს სწორედ ამ სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა 16 წლის გიორგი ბეშქენაძე. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები