აშშ

ტრამპი მისი მხარდამჭერების შეძახილს ილჰან ომარის მიმართ, "გაგზავნე ის უკან", გაემიჯნა

დონალდ ტრამპი
Vox

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭრებთან შეხვედრისას ხალხის მხრიდან შეძახილებს "გაგზავნე ის უკან" რომელიც დემოკრატ კონგრესმენს, ილჰან ომარს მიერმართებოდა, არ იზიარებს.

მისივე თქმით შეძახილების დაწყების შემდეგ მან მალევე წამოიწყო ლაპარაკი, რათა ისინი შეეწყვიტა.

დემოკრატმა კონგრესმენებმა ტრამპის ქცევა დაგმეს და თქვეს, რომ სწორედ მისი საუბარი ახალისებს ქვეყანაში სიძულვილს.

ტრამპი რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ "პროგრესული" დემოკრატი კონგრესმენი ქალები, რომლებიც მას ასწავლიან როგორ მართონ ქვეყანა იქ უნდა დაბრუნდნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ, რომლებსაც კატასტროფული მთავრობები ჰყავს და საკუთარ ქვეყნებს მიხედონ. ტრამპს სახელები არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი განცხადების ადრესატებას დემოკრატი კონგრესმენები ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო კორტეზი, რაშიდა ტალიბი და აიანა პრესლი მოიაზრებიან. აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ ილჰან ომარი დაიბადა აშშ-ის გარეთ და ქვეყანაში 12 წლის ასაკში ჩავიდა, რის შემდეგაც მოქალაქეობა მიიღო.

მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, ტრამპის გამონათქვამი დაგმეს და მოსახლეობას მოუწოდეს ამ გამონათქვამებმა მათი ყურადღება არ გადაიტანოს პოლიტიკური საკითხებიდან. ამის შემდეგ ტრამპმა დაწერა, რომ წუწუნის ნაცვლად მათ შეუძლიათ ქვეყანა დატოვონ, თუ ის არ მოსწონთ და ასევე თქვა, რომ მის სხეულში ერთი რასისტული ძვალიც კი არაა.

ამის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ტრამპის მიერ კონგრესმენი ქალების მიმართ "რასისტული კომენტარები, რომლებიც ახალი ამერიკელებისა და ფერადკანიანების მიმართ შიშს და სიძულვილს ახალისებს" დაგმო, თუმცა ამის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას მხარი არ დაუჭირა.

ტრამპმა დემოკრატ კონგრესმენ ქალებზე ჩრდილოეთ კაროლინაშიც ისაუბრა. სწორედ ამას მოჰყვა შეძახილები ილჰან ომარის მიმართ - "გაგზავნე ის უკან".

მსგავსი შეძახილები ტრამპის მხარდამჭერებს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ჰილარი კლინტონის მისამართითაც ჰქონდათ და მის დაპატიმრებას ითხოვდნენ.

კომენტარები