ხავიერ ბარდემმა დისნეის მიერ გადაღებულ The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში, შესაძლოა მეფე ტრიტონის როლი შეასრულოს - ამის შესახებ მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ფილმში არიელის როლს ჰოლი ბეილი შეასრულებს, მელისა მაკკარტი არიელის ბოროტი მამიდის, ურსულას როლს შეასრულებს. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰარი სტაილსთან პრინცი ერიკის როლზე.
The little mermaid-ის ეკრანიზაციის რეჟისორი რობ მარშალია, ხოლო სცენარისტი დევიდე მეჯი. დისნეის ანიმაცია პირველად 1989 წელს გამოვიდა და მან დისნეის ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.