არალეგალები იდნოეთში

ინდოეთი არალეგალთა ქვეყნიდან გაძევებას აპირებს

Reuters

ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს, 17 ივლისს განაცხადა, რომ ისინი ინდოეთში მყოფი ყველა არალეგალის იდენტიფიცირებასა და ქვეყნიდან გაძევებას აპირებენ.

იდეის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ქვეყნის ასეთი პოზიცია რელიგიურ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ კი მუსლიმი უმცირესობის გაუცხოებას.

“ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა არალეგალი იმიგრანტის დეპორტაცია კანონის ფარგლებში მოხდება", -განაცხადა ამიტ შახმა, ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ ამ დარტყმას ყველაზე მეტად ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატი ასამი განიცდის, სადაც ბანგლადეშიდან გადასული არალეგალი მუსლიმების რიცხვი ძალიან დიდია.

აქედან გამომდინარე იმის ალბათობა, რომ მიმდინარე პროცესების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი, უმრავლესად კი, რა თქმა უნდა, მუსლიმები დარჩებიან სახელმწიფოს მოქალაქეობის გარეშე, ძალიან დიდია.

31 ივლისს ასამის შტატის მაცხოვრებლებისა და არამაცხოვრებლების სიების გამოქვეყნება იგეგმება, მსგავსი ქმედებები იდნოეთის სხვა შტატებშიც მოხდება, მათ შორის მიზორამსა და ნაგალენდში.

კომენტარები