ჰომოფობია

ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის - გურამ ფალავანდიშვილი ახალ მოძრაობას ქმნის

ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის - გურამ ფალავანდიშვილი ახალ მოძრაობას ქმნის და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვისა და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დღეს ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინების – "გენდერული იდენტობა და გამოხატვა" და "სექსუალური ორიენტაცია" ამოღებას ითხოვს.

"ბინძური პრაიდის ჩატარების შემდეგ, ამ გაწვალების მერე, რომ ხალხი ქუჩაში ვიყავით ლამის ერთი თვე, იქვე გადაწყდა ვინც იყო შეკრებილი ხალხს შორის, გადაწყდა რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, რათა აიკრძალოს პროპაგანდა ჰომოსექსუალიზმის და აგრეთვე ამოიღონ კანონიდან "გენდერული იდენტობა". ეს აუცილებელია, დაცულები ვიქნებით- ამბობს ფალავანდიშვილი. 

ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ხელმოწერებს პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე წარუდგენს და გადაწყვეტილებას ერთი თვის მანძილზე დაელოდებიან. მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პირველი ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ.

"პროპაგანდაში ვგულისხმობთ, ამ გარყვნილების ნორმად გამოცხადებას ანტიდისკრიმინაციული კანონით, მარშების ჩატარების მოთხოვნას, დროშების ფრიალს, განათლების სისტემაში შეტანას და როგორც გადახრას, ცოდვას და ავადმყოფობას და სიმბოლიკის გამოყენებას მედიის საშუალებით",- ამბობს ფალავანდიშვილი

კომენტარები