საქართველო-რუსეთი

ივანიშვილი: უმეცარია, ვინც ფიქრობს, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ბაზრით

ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რომ "რათ გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის, ევროპის ბაზარი, კეთილი ინებეთ..". არა, "კეთილი ინებეთ"-ს არ ამბობენ, სალანძღავი სიტყვებით მიგვანიშნებენ, ისინი არიან უცოდინრები, აბსოლუტურად უმეცრები, ვინც ფიქრობენ, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ან უკრაინული ბაზრით.

თუ მიაქცევთ ყურადღებას, რუსული ბაზრისთვის თვითონ ევროპელები როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპის ქვეყნებიც კი, ყველაფერი ცხადია, რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის, ევროპელებისთვის და მით უმეტეს, არ არის ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო - პროდუქციიის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში და მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი და  გრძელდება, გრძელდება ეს პროცესი, მაგრამ იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს და რუსეთთან ვაჭრობა უნდა შეწყდეს, ისინი არიან ქვეყნის მტრები

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბათუმში, ჟუნალისტებთან საუბარში.

კომენტარები