თბილისის მერია

კალაძე: თბილისში უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები შემოვა

GHN

თბილისის მერის ინფორმაციითვე, დედაქალაქში უფრო დიდგაბარიტიანი - 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები შემოვა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

"მათთვის მოეწყობა შესაბამისი საავტობუსე ზოლები და ინფრასტრუქტურა, რომ ამ ზომის ავტობუსებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგლება. ყველა სამუშაო, რომელიც დღეს ქალაქში კეთდება, ყველგან არის გათვალისწინებული სპეციალური საავტობუსე ზოლები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იყოს" - ამბობს კახა კალაძე.

ამჟამად თბილისში MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი ავტობუსები მოძრაობს. ასევე, წლის ბოლოსთვის 220 Isuzu-ს ფირმის 8-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.

კომენტარები