ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიაში დაშავებულთაგან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა

რუსთავი 2

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიაში დაშავებულთაგან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ავარიის დროს 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში. 

დაშავებულთა უმეტესობა პოლონელი ტურისტები არიან.

ერთმანეთს 3 მინივენი შეეჯახა. 

დაშავებულები ორ საავადმყოფოში გადაანაწილეს.

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები