ბექა ბასილაია

ბექა ბასილაია, რომელიც გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-19 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა

ბექა ბასილაია
ტაბულა

ბექა ბასილაია, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-19 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ადვოკატი ბექა ბასილაია 20 ივნისის ღამეს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. 

25 ივნისს სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა, ხოლო საქმეს ლევან მურუსიძე იხილავდა, ბასილაიამ თქვა, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებდა. 

„აქციაზე დაკავებული პირები პატიმრობაში რჩებიან. მათი პატიმრობა ცალსახად პოლიტიკურია და სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. რადგან დღეის მდგომარეობითაც ეს ადამიანები პატიმრობაში რჩებიან, ვიდრე უკანასკნელი პატიმარი არ იქნება გათავისუფლებული, მე საჩივარს გავიწვევ უკან. ერთ-ერთი უკანასკნელი ვიქნები, ვინც გათავისუფლდება", - თქვა 25 ივნისის სხდომაზე ბასილაიამ. 

სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაკავებულები გაათავისუფლა. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უკვე 24 დღეა, გრძელდება. აქციის მონაწილეებს 3 მოთხოვნა ჰქონდათ: 

  • 20 ივნისის ღამის დაკავებულების გათავისუფლება;
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და
  • გიორგი გახარიას გადადგომა. 

ამ ეტაპზე დაუკმაყოფილებელი მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნაა. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

კომენტარები