რუსეთი

მოსკოვში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის პირველი ცდა კრახით დასრულდა

bitsonline

რუსეთში ცნობილი არჩევნების ანალიტიკოსი გრიგორი მელკონიანცი Facebook-ზე წერს, რომ მოსკოვში ონლაინ ხმის მიცემის სისტემის პირველი ცდა კრახით დასრულდა.

ონლაინ ხმის მიცემის სისტემა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში გამოსცადეს, სადაც საუკეთესო სტუდენტთა კონგრესის პრეზიდენტს ირჩევდნენ.

1 794 ამომრჩეველ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტს 15 კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

მელკონიანცის თქმით, ხმის მიცემა დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო, როდესაც ონლაინ სისტემამ ფუნქციონირება შეაჩერა.

"პრინტერებს დაბეჭდვა არ შეეძლოთ და სტატისტიკის განახლება არ ხდებოდა, თუმცა, ამავდროულად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტები ხმას აძლევენ," - წერს ის. 

ფოტოგრაფმა თქვა, რომ სისტემაში ინფორმაციის შეცვლა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეწყდა.

მელკონიანცის თქმით, არჩევნების დასრულებიდან ერთი საათით ადრე 19:00 საათზე დამკვირვებლებს სთხოვეს წასულიყვნენ, რადგან ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დამკვირვებლების გარეშე სხვა ადგილას ჩაეტარებინათ ხმების საბოლოო დათვლა.

აღნიშნული ცდის ჩატარებამდე ქალაქის დუმის სპიკერმა ალექსეი შაპოშნიკოვმა თქვა, რომ ონლაინ ხმის მიცემის სისტემის ცდის ყველა სტადია საზოგადოებისთვის ღია იქნებოდა. 

არჩევნების დამკვირვებელი მოსკოვის საზოგადოების სათაო ოფისში ცდის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე აღნიშნეს, რომ სისტემას გარკვეული დეფექტი ჰქონდა, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლებოდა. 

სამთავრებო ტექნოლოგიური სამუშაო ჯგუფი პირველი ცდის შედეგებს 15 ივლისს განიხილავს.

წარუმატებელი ცდის შემდეგ რუსეთის ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ტექნიკურ კრახზე არაფერია ნათქვამი. 

შეგახსენებთ, რომ ონლაინ ხმის მიცემის სისტემის ოფიციალურად დანერგვას პირველად სექტემბერში, მოსკოვის დუმის არჩევნებზე აპირებენ. ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას მოსკოვის 45 საარჩევნო უბნიდან სამში გამოიყენებენ.

 

 

კომენტარები