კონსტანტინიდი: დიპლომატიურმა კორპუსმა თვითონ გამოხატა ინტერესი და იყვნენ პარლამენტში

თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია, ბუნებრივია, არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები, ასეთი რაღაც არ ყოფილა. მაგრამ თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. იქ იყო გერმანიის ელჩი [...], ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად რომელი ელჩი იმყოფებოდა, მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იყვნენ.

ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი. ის საუბრობს შს მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

კომენტარები