ჯანდიერი: ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.

ეს დავალება იყო გაცემული შურისძიების სურვილის მოსაკლავად ჩრდილოეთში გარკვეული ადამიანებისთვის... ხელისუფლება გახდა კრიმინალი, მან გადალახა წითელი ხაზი და ის ახლა უკვე არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჯერ ერთი, ფსიქოლოგიურად წააგო, ის ამას ხვდება და ის ცდილობს ახლა, რომ აჩვენოს, თითქოს, არის ძალიან ძლიერი და მიმიკები, რომელსაც დრეს ვუყურებდით შს მინისტრის სახეზე, იყო ამის დამადასტურებელი. ხელისუფლებამ არ აღიარა დანაშაული და ბოდიში არ მოუხდია დღემდე, რაც გააკეთა. გამოძიება უნდა შეწყდეს, რადგან რეალურად პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს.გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე უბრალოდ არ დადგება იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც საზოგადოებამ იცის. 

თქვა იურისტმა დავით ჯადიერმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გავრილოვის ღამის შესახებ.

კომენტარები