აქცია სირცხვილია

აქცია "სირცხვილიას" სცენის მიღმა სივრცეში შეჭრა ორმა ადამიანმა სცადა

რუსთაველზე, პარლამენტის წინ, აქცია "სირცხვილიას" სცენის მიღმა სივრცეში შეჭრა ორმა ადამიანმა სცადა.

აქციების ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, ისინი პროვოკატორები იყვნენ, რომლებიც "ყვიროდნენ, იგინებოდნენ, შემდეგ კი აპარატურის მენეჯერებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს".

მისივე თქმით, ორივე პროვოკატორის გაყვანა მოახერხეს, ინციდენტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში.

შსს-ის ცნობით, ამ ეტაპზე პოლიცია ვითარებაში ერკვევა, გამოკითხვა და სხვა სახის ღონისძიებები ჯერ არ დაწყებულა.

კომენტარები