საქართველო-რუსეთი

გავრილოვი: საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს

სერგეი გავრილოვი
Duma

რუსული მედია RIA წერს, რომ "მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ პროვოკაციის დროს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო" რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ "საქართველო, როგორც სახელმწიფო, როგორც ჩანს აღარ არსებობს, ის სათამაშოა გარე მანიპულირებისთვის".

"საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა გადაწყვიტეს დაეგმოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების, რამაც ასამბლეის სხდომაზე რადიკალები გაააქტიურა," - განაცხადა გვარილოვმა

გავრილოვმა ისიც თქვა, რომ "საქართველოს მხრიდან რუსეთის დელეგაციისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნის დელეგაციის მისამართით არანაირი ბოდიში მიუღიათ".

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. სამი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, დააკავეს აქციის ოთხი მონაწილე.

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები