საქართველო-რუსეთი

პუშკოვი: საქართველო ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადაეჩვიოს

ria.ru

რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომისიის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი სოციალური ქსელით საქართველოსთვის ღვინისა და წყლის ემბარგოს დაწესების ინიციატივას გამოეხმაურა.

"მხარს ვუჭერ დუმის ინიციატივას. საქართველომ ის მიიღო, რაც ანტირუსული გამოვლინებებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმითა და "რუსთავიდან" პროვოკატორებით დაიმსახურა. მათ შეუძლიათ წყალი და ღვინო ნატოს მოკავშირეებთან გაგზავნონ-ისინი, სავარაუდოდ, არ გადაიხდიან. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადაეჩვივნონ. ბოდიშების დრო დასრულდა."

ალექსეი პუშკოვი საქართველოსთვის ფულადი გზავნილების აკრძალვის თემაზეც წერს. მისი თქმით, აკრძალვით დაზარალებულებს პრეტენზია საკუთარ ხელისუფლებასა და რუსოფობებთან უნდა ჰქონდეთ.

"2019 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში გზავნილებმა 122 მილიონი დოლარი შეადგინა. გზავნილების 80% (101,6 მილიონი) კერძო პირების გზავნილებია. ადამიანებს, რომლებიც ფულადი გზავნილების აკრძალვით დაზარალდებიან, პრეტენზია არა რუსეთთან, არამედ თავიანთ ხელისუფლებასა და რუსოფობებთან უნდა ჰქონდეთ."

რუსეთის დუმის ფრაქციამ, „ედინაია რასიამ“ საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხი დააყენა. ვიცე-სპიკერ სერგეი ნევეროვის განმარტებით, ზომების მიღება საქართველოში მიმდინარე "არამეგობრული ქმედებების" გამო გახდა საჭირო.

კომენტარები