საქართველოში მცხოვრები რუსები: დაიღალე პუტინისგან? - დაისვენე საქართველოში!

საქართველოში მცხოვრები ეროვნებით რუსი მოქალაქეების ორგანიზებით, 9 ივლისს 14:00 საათზე პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.

ორგანიზატორები იწვევენ რუსეთის მოქალაქეებსა და ტურისტებს, რომლებიც არ იზიარებენ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას. ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ საქართველო ყველაზე მეგობრული და უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.

"მე არ ვარ გავრილოვი - რუსები გაერთიანებული საქართველოსთვის," - წერს აქციის ორგანიზატორი, იგორ კურაპრევი.

8 ივლისიდან ძალაში შედის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აკრძალვა რუსეთიდან საქართველოში ფრენებზე. პუტინის ტურისტულ ემბარგოს რუსეთის მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა დაახლოებით 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

კომენტარები