დაკარგული ფეხბურთელი

დაკარგული შვეიცარიელი ფეხბურთელის ცხედარი 204 მეტრის სიღრმეში იპოვეს

იტალიაში, კომოს ტბაზე ცურვისას გაუჩინარებული შვეიცარიელი ფეხბურთელის - ფლორიანა ისმაილის ცხედარი ნაპოვნია. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 24 წლის ფეხბურთელის ცხედარს მაშველებმა 204 მეტრის სიღრმეში მიაგნეს.

ფლორიანა ისმაილი შვეიცარიული კლუბის - ბაზელის კაპიტანი იყო. 2014 წლიდან ის შვეიცარიის ნაკრებში თამაშობდა, სადაც 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები