პატრიოტთა ალიანსის აქცია ზუგდიდში

თარხან-მოურავი ზუგდიდში: თბილისში რაც ხდება, ქართველი ხალხის წინააღმდეგაა

ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი
რადიო ათინათი

ზუგდიდში პატრიოტთა ალიანსის აქცია მიმდინარეობს.

რადიო ათინათის ცნობით, აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ ისინი აქ ქვეყანაში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ.

პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა:

"არა ნაციონალურ მოძრაობას, ბოკერიას პარტიასა და ქართულ ოცნებას. დავიღალეთ მათი სპექტაკლებით. თბილისში რაც ხდება, ქართველი ხალხის წინააღმდეგაა. მაინცდამაინც ლგბტ უნდა გინდოდეს? არა ხელისუფლების გადაცემას, რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს. დავით გარეჯი საქართველოა და ეს არ გვავიწყდება არავის. მათ უნდათ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ დაბრუნდეს საქართველოში".

კომენტარები