სერგეი გავრილოვის ვიზიტი

მაჭავარიანი გავრილოვზე: არაფერში წერია, რომ სტუმარს ფიზიკურად შეეხო და რაღაცები ესროლო

რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა, ის კაცი აქედან გაფრინდა, ეგ კიდევ ცალკე საკითხია, სხვათაშორის, ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ რამენაირად ვუთანაგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა იმ ადამიანზე, ხან გვინდა კავკასიელები ვიყოთ, ხან გვინდა ის ვიყოთ და არ წერია ეგ არაფერში, არ არის ჯანმრთელი ამბავი, რაც გინდათ, ის დამაბრალეთ, არ წერია არაფერში ეგ ამბავი, რომ სტუმარს ასე... ჩაქუჩი უნდა ჩაგერტყათ? მაგას ამბობთ?

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტზე. მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და ოპოზიციის პროტესტის შემდეგ სხდომა ჩაიშალა, რუსი დეპუტატი სასტუმრო რედისონში გადაიყვანეს. როცა სერგეი გავრილოვი შენობას ტოვებდა, გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც აქ საპროტესტო აქციას მართავდნენ, მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს.

კომენტარები