მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პუტინს ებრძვით? პუტინის მთავარი მტერი მე ვარ

ყურადღებით დააკვირდით, როგორ ამბობს ივანიშვილი - ყველა მინუს ერთი. ე.ი, ყველას თვალებს უპაჭუნებს, მთავარია, სააკაშვილი არ შემოიყვანოთ და ბაზარი არ არის, ყველას მოგელაპარაკებით, ყველას რაღაცას მოგცემთ და ყველაფერი კარგად იქნებაო.

და მეორე, იმ ხალხსაც მინდა ვუთხრა, არამხოლოდ სუს-ის აგენტურას, არამედ იმათ, ვინც იძახის, რომ "უფ, სააკაშვილი". პუტინს ებრძვით? პუტინის მთავარი მტერი აგერ ზის, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და პრინციპში, ალბათ, მსოფლიოში ერთერთი მთავარი. პუტინს ებრძვით? პუტინს კიდევ მთავარი შეკვეთა აქვს, რომ საქართველოში არ იყოს სააკაშვილი, გაღიზიანდა ძაან იმით, რომ თავი არ დავუხარეთ და შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა. ასე რომ მე ვარ მთლიანად თქვენს მხარეს, ჩემო ძვირფასებო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები