ლარის კურსი

Bloomberg: ერთი დოლარი 2.82 ლარი ღირს

ტაბულა

Bloomberg Markets-ის ვალუტის გაცვლითი კურსის მაჩვენებლებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის 2.8175 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.79 ლარი იყო.

დღეს საღამოს ეროვნული ბანკი განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

გუშინ ლარი დოლართან 1.47 თეთრით, ხოლო ევროსთან - 3.96 თეთრით გაუფასურდა.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლართან 6 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 9 თეთრით.

კომენტარები