ლეონიდ კალაშნიკოვი

"პატრიოტთა ალიანსს" რუსეთში უხმობენ

ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსული კომუნისტური პარტიის ლიდერმა და რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ ივლისში რუსეთში დაგეგმილ განვითარების საერთაშორისო ფორუმზე "პარლამენტარიზმის განვითარება" ჩასვლას ქართველი დეპუტატებიც გეგმავენ, კერძოდ კი "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები.

მისივე თქმით რუსეთი მათ უსაფრთხოებას დაიცავს.

"მოცემულ სიტუაციაში ჩვენ სრულად დავიცავთ მონაწილეთა უსაფრთხოებას, მათ შორის ქართველებისას. ქართული დელეგაცია ჩამოსვლას გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი." თქვა მან.

კომენტარები