გიორგი გახარიას გადადგომა

ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგზე გიორგი გახარიას შესახებ არაფერი უთქვამს

ტვ იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე არაფერი თქვა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ. 

ივანიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის 3 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთის დაკმაყოფილებას დაპირდა საზოგადოებას - 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ნულოვანი საპროცენტო ბარიერი იქნება. 

თუმცა, ათასობით ადამიანი გავრილოვის ღამისთვის გახარიას პასუხისმგებლობის აღებასა და მის გადადგომას ითხოვს. ივანიშვილმა ამ თემაზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

20 ივნისს, რუსი დეპუტატების სტუმრობის გამო, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გამიართა, რომელიც რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, 21 და 22 ივნისს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნებით.

კომენტარები