გოგა ბითაძის ახალი კლუბი

NBA-ს 2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" აირჩია (ვიდეო)

NBA-ს 2019 წლის დრაფტზე, მე-18 პიკად, "ინდიანა პეისერსმა" 19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე აირჩია. ახალწვეულის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა გააკეთა.

"ბითაძის შესახებ დღეს გავიგე. აქამდე, მისი თამაში არ მინახავს, მაგრამ ჩვენი გუნდის სკაუტებს ვენდობი. დიდ ცენტრებზე ორიენტირებულ კალათბურთს არ ვთამაშობთ, მაგრამ გოგა ჩემგან საკმარის სათამაშო დროს მიიღებს", - თქვა მაკმილანმა.

ქართველებს შორის, ბითაძის გარდა, დრაფტზე ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია არიან არჩეულნი.

კომენტარები