აქციის დარბევა

ბოკერია: კრიზისის განმუხტვას სჭირდება პროპორციულზე გადასვლა და მერე არჩევნების ჩატარება

ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, რომელიც ვიხილეთ დღეს და იქამდე, როცა ეს სამარცხვინო რუსული პროპაგანდის აქცია ტარდებოდა თბილისში, მთელი ეს ღონისძიება, რომელიც დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში საქართველოს მტრის ჩაჯდომით, არის სრულიად უგუნური და ძალიან სახიფათო. ჯერ მიიყვანეს ვითარება აქამდე, ჩვენი მრავალგზის საჯარო გაფრთხილების მიუხედავად, რომ გავრილოვის შემოშვება საქართველოში და მთელი ეს აქცია იყო საქართველოს საწინააღმდეგო. ამას დასცინოდნენ, ყურადღება არ მიაქციეს, მერე შეუშვეს პარლამენტში დასვეს და ისევ ოპოზიციის, პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური გუნდის ევროპული საქართველოს წევრების გიორგი კანდელაკის ელენე ხოშტარიას და სხვების აქტიურობის შედეგად, ეს სირცხვილი ოდნავ მაინც იქნა შემცირებული, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოგვაყენა. ამას მოჰყვა ბუნებრივი და აბსოლუტურად სპონტანური პროტესტი საზოგადოების, არა პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული, იქ მყოფი ხალხი არ იყო პარტიული აქტივი, ეს იცის ყველამ, ვინც იქ იყო და ამ პროტესტის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ არავინ აპირებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და არავინ აპირებს რომ გადადგეს მაინც. დემოკრატიასთან მიახლოებული სტანდარტით, როცა ასეთი სამარცხვინო რამე მოხდება, პოლიტიკური ფიგურა, ვის ხელშიც ეს მოხდა პასუხს აგებს იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და იმისთვის, რომ სტანდარტი დაწესდეს, რომ უფასოდ ეგეთი რამე არ ჩაივლის. უტიფარი განცხადება იყოს, რომ შეგვეშალა ბოდიში და არაფერი არ მოხდება და კიდევ აქეთ დანამუსება დაიწყეს, რომ მათი ოპონენტები როგორი ცუდები არიან. ვუსმინე პრემიერის განცხადებას და მინდა ვუთხრა, ოპოზიციის ლიდერები, ვინც ჩემ გარშემო იყო, ცდილობდნენ იმ ადამიანების გაჩერებას, ვინც იყო აღშფოთებული და სხვათაშორის ეს არ მოეწონათ იმ მოქალაქეებს, როცა ვცდილობდით მათ გაჩერებას, ძალიან არ მოეწონათ.

ჩვენი მცდელობა იყო მხოლოდ ეს, რომ ვითარება არ დაძაბულიყო, მაგრამ როდესაც არის დიალოგის პერსპექტივა და ამ დროს იწყება ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების სროლა, ვინ დგამს მაშინ ნაბიჯებს არანორმალური ვითარებისკენ? ეს არის ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელსაც არ ესმის, არის ისტერიკაში და პანიკაში. დროზე უნდა მოეგონ გონს, დროზე აიღოს პასუხიმგებლობა ყველა ფიგურამ უკვე, არა მარტო იმან ვინც აქამდე მიიყვანა ეს სამარცხვინო რუსული აქცია, გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებით და პარლამენტში შეშვებით, არამედ ის, ვინც მიიღო დღეს გადაწყვეტილება ძალის გამოყენებაზე და ამას სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებიც უნდა მოჰყვეს. კერძოდ კობახიძის და გახარიას გადადგომა. მინიმუმ უნდა გადადგეს კობახიძე, ასევე ეს ეხება შს მინისტრს გახარიას, რომელმაც არაგონივრულად დაგეგმა ეს ყველაფერი. რა საჭირო იყო პოლიციელების გარეთ გამოშვება, თუ ვინმეს ეშინოდა, რომ პარლამენტის შენობაში, რომელიმე აღშფოთებული მოქალაქე შეეცდებოდა შეჭრას, შიგნით უნდა ყოფილიყო პოლიცია. პოლიციელები ხედავდნენ როგორც ცდილობდნენ პოლიტიკური ლიდერები ამ ხალხის გაჩერებას, ყველა, ვინც მე ვნახე. ამის შემდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება და რეზინის ტყვიების, იმ ფორმით, რაც ჩვენ ვიხილეთ, გავრილოვის გამო ეს არის პოლიტიკურად უმძიმესი ნაბიჯი და ამას უნდა მოჰყვეს გახარიას გადადგომა. კრიზისის განმუხტვას სჭირდება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა და მერე არჩევნების ჩატარება.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსთავი ორის ეთერში საუბრისას.

კომენტარები