ახლა ვიყავი კონტაქტზე სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობასთან, არ გეტყვით ვისთან, მაგრამ შეგიძლიათ მენდოთ. გახარიასგან მოუვიდათ ბრძანება ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და მათ უარი თქვეს. ივანიშვილი ემზადება გასაქცევად. ახლა, როგორც არასდროსმ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იყოს მაქსიმალურად მშვიდობიანი და პოლიციამ დაიცვას ხალხი. ივანიშვილი არ არის ლეგიტიმური განმკარგველი საქართველოსი, ივანიშვილს არ აქვს უფლება აძლევდეს ბრძანებებს პოლიციას. გახარია არის რუსეთის აგენტი და არ აქვს უფლება ჩვენს შექმნილ საამაყო პოლიციას აძლევდეს მითითებას. ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიცია დადგეს ხალხის მხარეს. მე მაქვს კონტაქტი სპეცრაზმის ხელმძღვანელობასთან და უარს აცხადებენ გახარიას დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე. გახარიამ ეს ბრძანებები გასცა 50 წუთის წინ და მიიღო ცივი უარი. უნდა გავუფრთხილდეთ პოლიციელებს, მაგრამ, მოხდა ისე, რომ პარლამენტის შენობაში შეუშვეს გავრილოვი და არ უშვებენ ქართველ ხალხს. ამიტომ ქართველი ხალხი უფლებამოსილია საკუთარ პარლამენტში ჩვეულებრივად გადაადგილდებოდეს. ივანიშვილი, ზუსტად ვიცი, ემზადება გასაქცევად
tbl.ge/3sbv
დაკოპირდა

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ ლაივში ხალხს მიმართავს
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




