გავრილოვი პარლამენტში

ოცნებამ რუსი დეპუტატებისთვის პასუხი არავის აგებინა, კალაძე საზოგადოებას ბოდიშს დაპირდა

"დაუშვებელი და არასწორი იყო პარლამენტში ამ ფორმით და რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება," - ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე, ამის შესახებ კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის თქმით, ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

"ქართული ოცნების სახელით მსურს გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ცხადია ყველა პლათფორმას ვიყენებთ დეოკუპაციისა და ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის. დაუშვებელი და არასწორი იყო პარლამენტში ამ ფორმის და რუსი დელეგატის სპიკერობისთ ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ოკუპაციას, რაციონალურად, განათლებით, საქმით ეკონომიკური განვითარებით. საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი. ისე არ ვქნათ რომ მტერს სიტუაციით სარგებლობის საშუალება მივცეთ. მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა. ორგანიზატორებს მოუწევთ ბოდიში მოუხადონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას რა რატომ და როგორ მოხდა," - თქვა კალაძემ.

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. სხდომა სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. 

კომენტარები