ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აშშ-ირანი

აშშ-მა ომანის ყურეში ნავთობტანკერებზე თავდასხმის ახალი სურათები გაავრცელა

სამშაბათი, 18 ივნისი, 2019 - 14:58
Pentagon
tbl.ge/3s1a
დაკოპირდა

17 ივნისს აშშ-ის სამხედრო პერსონალმა ომანის ყურეში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, სადაც მათივე ინფორმაციით, ჩანს, რომ ირანის რევოლუციური გვარდია იაპონურ ტანკერს აუფეთქებელ ნაღმს ხსნის. გამოქვეყნებული ფოტომასალით აშშ-ის მხარე 13 ივნისს ომანის ყურეში ორ ტანკერზე, ნორვეგიულ Front Altair-სა და იაპონურ Kokuka Courageous-ზე, თავდასხმის პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს.

თავდასხმის მეორე დღეს ცენტრალურმა სამმართველომ ვიდეოც გაავრცელა, სადაც აშშ-ის სამხედრო პერსონალის ინფორმაციით, ირანის რევოლუციური გვარდია.

"ვიდეო სამხილის, აუფეთქებელი ნაღმის სწრაფად მოხსნისთვის საჭირო რესურსებისა და ცოდნის გათვალისწინებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება," - ვკითხულობთ აშშ-ის ცენტრალური სამმართველოს განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. თეირანი ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ეს ომანის ყურეში მცურავ ტანკერებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

მაისის დასაწყისში ომანის ყურეში ოთხი ნავთობტანკერი დააზიანეს. ინციდენტის გამოსაძიებლად სამხედრო ექსპერტები გაიგზავნენ, რომლებმაც ტანკერების კორპუსში მოზრდილი ხვრელები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად გაჩნდა.

ტაზიანებული ტანკერებიდან ორი საუდის არაბეთის, ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხოლო ერთი ნორვეგიის დროშის ქვეშ დაცურავდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საუდის არაბეთის თქმით მათ ხომალდებს სერიოზული ზიანი მიადგა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ომანის ყურეში ნავთობტანკერები ირანულმა ჭურვებმა დააზიანა. ბოლტონს კონკრეტული მტკიცებულებები არ მოუყვანია. ირანი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.

ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.

აშშირანიომანის ყურენავთობტანკერებიაშშ-ირანი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 12:13ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თუ გემებს ისევ დაარტყამენ, პასუხი "უარესი" იქნება
  • ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 11:28აშშ-მ ირანზე მორიგი იერიში მიიტანა, 90 სამიზნეს დავარტყით - CENTCOM
  • ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 00:40CENTCOM: ირანის წინააღმდეგ ახალი თავდაცვითი იერიშები დაივწყეთ
  • ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 14:04ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა
  • ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 11:35აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - კობახიძე
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 13:29

ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - კობახიძე

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - ასკანგელ ალიანსის ინდუსტრია TBC-სთან ერთად ვითარდება (რ)
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 13:23

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - ასკანგელ ალიანსის ინდუსტრია TBC-სთან ერთად ვითარდება (რ)

ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ტრაგიკული მოვლენაა – კობახიძე
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 13:08

ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ტრაგიკული მოვლენაა – კობახიძე

ამბოხებულებმა მალიში რუსი სამხედროების კოლონაზე იერიში მიიტანეს
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 13:04

ამბოხებულებმა მალიში რუსი სამხედროების კოლონაზე იერიში მიიტანეს

კობახიძე: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია – ზუსტად ეს არის ქვეყნის ღალატი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 13:01

კობახიძე: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია – ზუსტად ეს არის ქვეყნის ღალატი

ყველაზე კითხვადი

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
1ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
22015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
3'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
4როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
5CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში